ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.