ბორჯომის ქარხანაში ზაფხულის პროტესტის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებას ვადა გაუვიდა. ახლა პროფკავშირებმა და ქარხნის თანამშრომლებმა კომპანიის ახალი შეთავაზება უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ რა პირობებით გააგრძელებენ მუშაობას. შეთანხმების თანახმად, 6-თვიანი პერიოდის შემდეგ, ისინი ძველ პირობებს უნდა დაბრუნებოდნენ, ან ახალი ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. ზაფხულის პროტესტის შემდეგ კომპანია ბორჯომის თანამფლობელი სახელმწიფო გახდა. გაფიცვის მიზეზი კი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში აღდგენა და გაცდენილი თვეების ხელფასების ჩარიცხვა იყო.
ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულების მოთხოვნა
23 ნოე 202212:59
3 წუთის საკითხავი