logo
ENG



ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 დეკ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

"18 და 19 დეკემბერს დეკანოზი ზურაბი დასვენებული იქნება ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 20 დეკემბერს, კვირას, 14 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი. 


close დახურვა