ხელისუფლებამ დაიგვიანა, შედეგი კი უმძიმესია. ხანძარი სულ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. ცეცხლმა ახალციხის მუნიციპალიტეტამდე ჩააღწია. მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტებს. ბორჯომის ხეობაში კერების გაჩენისთანავე რომ ემოქმედა მთავრობას, ახლა ასეთი მძიმე ვითარება არ იქნებოდა - მიაჩნია ადგილობრივ მოსახლეობას. მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა ბორჯომში პირველი ვერტმფრენი. დღეს მეექვსე დღეა. საქართველოს ახლა თურქეთი ეხმარება.
ბორჯომის ხანძარმა ახალციხემდე მიაღწია
24 აგვ 202220:57
3 წუთის საკითხავი