logo
ENG



ბორჯომში ბოლო ზარიდან მიმავალი მანქანა მდინარეში გადავარდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

20 მაი 202216:44
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა

ბორჯომში ბოლო ზარიდან მიმავალი მანქანა მდინარეში გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, დაშავდა სამი.

დაშავებულები კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, რომლებიც დღეს ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  


close დახურვა