შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1958 წელს დაბადებულ თ.პ.-ს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს - 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.