ალბათ, იმის დროც დადგა, რომ რაღაც საკითხებზე ჩვენც ვისაუბროთ და ჩვენ ვთქვათ. თუ აქამდე რაღაცას არ ვსაუბრობდით და მუდმივი ტალახის სროლაა ჩემი და ჩემი მეგობრების მისამართით, ეთერი არაა, სადაც ჩვენს გვარს არ ახსენებენ, სადაც არ ახსენებენ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ზურგში დანა ჩაარტყა. მინდა მივმართო ნიკა მელიას, რომ, ნიკა, მე შენთვის დანა არ ჩამირტყია, პირიქით ყველა ბრძოლაში, ყველა იმ აქტიურობაში ზურგში დანას კი არ გირტყამდი, ზურგს უკან გედექი და გვერდში გედექი და არაფერი არ შეგვშლია ამ ბრძოლაში. მაგრამ, რაღაც მიზეზი არსებობს, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მოდი ეს მიზეზი ყველამ საკუთარ თავში ეძებოს. მართლა თავს ვიკავებ, რომ რაღაცებზე არ ვისაუბრო.
2020-ის არჩევნებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატობის თემა გადაწყდა, ნიკა მელია იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი, ამაზე დაგვჭირდა აქტიური მუშაობა, რომ სააკაშვილი ყოფილიყო კანდიდატი. და თუ გლდანის შტაბიდან ვინმეს წასვლაზეა საუბარი, ძალიან ბევრი ადამიანი, სწორედ მაგ მიზეზით აპირებდა წასვლას, რადგან კანდიდატი ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას. მერე იმაზეც იყო საუბარი, რომ 5 ნომრით არ დამდგარიყო და თავისუფალი ნომრით დადგებოდა და ისე დაგვეჭირა მხარი და ისე დაეჭირა ყველა პოლიტიკურ ძალას მხარი.