logo
ENG



ბოტკოველი: პარტიაში ჩვეულებრივი პროცესია, როცა კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება სიიდან

24 აპრ 202317:19
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პარტიაში ჩველებრივი პროცესია, როცა სიიდან კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება.

"ამ შემთხვევაში უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პარტიის ლანძღვით არიან დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძელზე და ამ შეთხვევაშიც ასე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება", - თქვა მან.

ბათუმის საკრებულოს ფრაქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. 

გიორგი კირთაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და სიიდან ის ადამიანები ამოაშლევინა, ვინც მის მიმართ კრიტიკულ აზრს აფიქსირებდა.

თვის ბოლოს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე, ერთ-ერთი წევრის უფლებამოსილება უნდა შეჩერებულიყო. ლაშა კილაბერია საკუთარი მიზეზით წავიდა საკრებულოდან და სწორედ მის ნაცვლად უნდა შესულიყო ლევან გორგილაძემ, თუმცა მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ცესკოსთვის მიმართული აქვს ხაბეიშვილს მოთხოვნით, ის და კიდევ პარტიის 3 წევრი ამოეღოთ სიიდან.

ენმ-ის ბათუმის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯებია და ითხოვენ, განმარტებას და იმ შემთხვევაში, თუ ხაბეიშვილს არ ექნება დასაბუთებული მიზეზები, ამ შემთხვევაში, ითხოვენ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას. ამბობენ, რომ ეს ამომრჩევლის წინააღმდეგ წასვლაა.


close დახურვა