logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: ამ ეტაპზე პლაზმაფერეზი გამოყენებული არ გვაქვს

07 მაი 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პლაზმაფერეზის გამოყენება ჯერ არ დაუწყიათ.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, პლაზმაფერეზის გამოყენება განხილვის საგანია. 

"ამ ეტაპზე პლაზმაფერეზი გამოყენებული არ გვაქვს. ეს არის განხილვის საკითხი. როდესაც ცოტა მეტი კლინიკური მტკიცებულებები გვექნება, ჩვენი კლინიკა შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა სოლოღაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის „Facebook“ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა.



close დახურვა