ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პირი იმყოფება.
სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში 1 მძიმე პაციენტი იმყოფება.
„4 ინფიცირებული შემოიყვანეს ჩვენთან. 3 პაციენტის დიაგნოზი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა გაეწერა ჩვენგან. 18-წლამდე ასაკის პაციენტი 11-ია. ერთი პაციენტი მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფება. 11 პაციენტი საყურადღებოა. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასტერები ცნობილია - გადმოყვანილები არიან ბოლნისიდან და შინდისიდან.
"მკურნალმა ექიმმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ გადმოყვანილი არიან ბოლნისიდან და შინდისიდან. ჩვენთან დადასტურებული პაციენტებიდან დაინფიცირების წყარო არიან ოჯახის წევრები. 1 პაციენტია მძიმე, 11 საყურადღებო. 3 პაციენტი ასაკობრივი მაღალი რის-ჯგუფის წარმომადგენელია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.