ბოჭორიშვილის კლინიკიდან კი დღეს 14 პაციენტის ბიოლოგიურ სინჯებს გადააგზავნიან ტესტირებაზე, 2-ს კი ანალიზები განმეორებით ჩაუტარდება. კლინიკაში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს, აქედან 8 პირს კორონავირუსი აქვს, მათგან ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია.
კლინიკის ინფექციონის მეგი გოცირიძის თქმით, 8 ინფიცირებულიდან საყურადღეობა ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობი სმდგომაროება, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. ამ ეტაპისთვის ბოჭორიშვილის კლინიკიდან არცერთი პაციენტის გაწერა არ იგეგმება .
„ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 პაციცენტია. რვა რჩება დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 5 პნევმონიაა, გართულებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ველოდებით 14 პაციენტთან პასუხებს. აქედან, 2 პაციენტი არის განმეორებით კვლევაში“, - განაცხადა გოცირიძემ.