logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა - 52 პაციენტიდან 5 საყურადღებოა

13 მაი 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს სამი ახალი გამოჯანმრთელებული დატოვებს. ასევე, კლინიკაში კიდევ ოთხი პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან. საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 52 კოვიდინფიცირებული ადამიანი  მკურნალობას, მათგან 9  ადამიანი 18 წლამდე ასაკის  პაციენტია. ინფიცირებულთაგან მეტად საყურადღებოდ კვლავ ხუთი პაციენტი რჩება, მათ სხვადასხვა ტიპის პნევმონია აღენიშნებათ. 

"3 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტია. 4-ის ტესტის პასუხს ველოდებით. კლინიკის ბიქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს 59 პაციენტი, საიდანაც 52 კოვიდ ინიფიცირებულია. 9 ადამიანი კი 18 წლამდე პაციენტია. ამ პაციენტებიდან მხოლოდ 5 გახლავთ საყურადღებო",-აცხადებს მანანა ხოსიტაშვილი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა. წინა დღის მონაცემებთან შედერაბით ინფიცირების მაჩვენებელმა 5-ით მოიმატა.

 


close დახურვა