კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა. წინა დღის მონაცემებთან შედერაბით ინფიცირების მაჩვენებელმა 5-ით მოიმატა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში ვირუსი ამ დროისთვის 372-მა პაციენტმა დაძლია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.