ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 პაციენტის ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. ინფიცირებულებს შორის კი 11 არასრულწლოვანია. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში დაკვრივრების ქვეშ 56 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 43-ს კოვიდ 19 უდასტურდება.
"კლინიკაში ამ დროისთვის 56 პაციენტია. აქედან 43 დადასტურებულია, 11 პირია 18 წლამდე. 3 პაციენტი ჩართულია კვლევაში და ველოდებით პასუხებს. 4 პაციენტის მდგომაროება შედარებით საყურადღებაოა, ორი პაციენტი კი რეანიმაციაში რჩება. სხვა პაციენტების მდგომარეობა მართვადი და სტაბილურია",-აცხადებს მეგი კობახიძე.