ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 13 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის ინფექციონისთის ნინო ალხაზაშვილის განცხადებით, 13 ინფიცირებულიდან 5 ბავშვია.
"ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში არის 55 პაციენტი, აქედან 13 კოვიდინფიცირებულია. ასევე, კიდევ 13 პაციენტი დღეს კვლევაში ჩაერთვება. 5 პაციენტს აქვს პნევმონია და მათი მდგომარეობა საყურადღებოა, აქედან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე. 1 ბავშვი გადაყვანილია სხვა კლინიკაში, ხოლო 5 ბავშვი ჩვენთან არის", - აღნიშნა ინფექციონისტმა.