logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში 54 ინციფირებულია მოთავსებული, 6-ის მდგომარეობა საყურადღებოა

13 მაი 202010:32
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულებიდან 6 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე თქმით, კლინიკას გუშინ 2 ახალი პაციენტი დაემატა. ორივე მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 63 პაციენტი, აქედან ვირუსი დადასტურებული აქვს 54 პაციენტს. გუშინ დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა, ორივე ცნობილი კლასტერებიდან. 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 9. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება, აქედან ერთი 6 წლის მოზარდია, ხოლო დანარჩენი მოზრდილები. გვაქვს 6 საყურადღებო შემთხვევა, მძიმე პაციენტი არ გვყავს.

რაც შეეხება ორ ახალ პაციენტს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განაგრძობენ მკურნალობას. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც მკურნალობდა სხვა კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით და გაწერიდან რამდენიმე დღეში დადასტურდა ვირუს pcr კვლევით, ჩვენთან მკურნალობს. მისი მიმდინარეობა საშუალო სიმძიმის არის. გამოხატულია ორმხრივი პნევმონია კომპიუტერულ ტომოგრაფიულ სურათზე და მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.


close დახურვა