logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

11 აპრ 202011:27
3 წუთის საკითხავი
 
3058chhwuom17f6.png

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა.

„დღეს დილისთვის აკადემიკოს ვ.ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44 პაციენტიდან დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17 პაციენტიდან 2 გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია. 2 წლის ბავშვი დედასთან ერთად იყო გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში, დედა არ იყო ინფიცირებული, ხოლოდ ბავშვთან ფიქსირდებოდა ეს დიაგნოზი. კოვიდ 19-ით ინფიცირებული არასრულწლოვნები ჩვენს კლინიკაში სულ 6 დარჩნენ.

ერთი ბავშვი დაემატა მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, ის გადმოყვანილია და გახდა 17 დადასტურებული პაციენტი. ​

დანარჩენი პაციენტებიდან ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო, 8 პაციენტი ამ ეტაპისთვის კვლევაში ჩართვას ელოდება“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.

კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა