logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი კოვიდ 19-ით ინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელიან

02 ივნ 202009:18
3 წუთის საკითხავი
 

3 ახალი პაციენტის გამოჯანმრთელებას  ელოდებიან ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში. მათი მეორეული ტესტირების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. კლინიკაში სულ 44 პაციენტი მკურნალობს, მათგან 25 კოვიდინფიცირებულია, 25-დან 7 კი მცირეწლოვანი.

პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, ხოლო ერთი მათგანი საყურადღებოდ რჩება. როგორც ინფექციონისტი ლაშა ჯავახიშვილი აცხადებს, კლინიკის ცხელების ცენტრში 3 პაციენტის ბიოლოგიური მონაცემების კვლევის პასუხებსაც ელოდებიან. 

„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ცხელების ცენტრში მკურნალობას 44 პაციენტი გადის. აქედან 25 პაციენტი კოვიდინფიცირებულია. ამ 25-დან 7 ბავშვია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გყვავს ერთი საყურადღებო პაციენტი. განმეორებით კვლევაში ჩაერთვება სამი პაციენტი. სამ ტესტს ველოდებით კივდე. კონტაქტი არ ჰქონიათ დადასტურებულ ინფიცირებულთან. ცხელება და საერთო სისუსტე აღენიშნებათ“, - აცხადებს ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 794 პირი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 624 პაციენტი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა