logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებით ტესტს უტარებენ

08 მაი 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკის ექთანს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. 

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, ექთანს PCR-ტესტი უნდა გაუკეთდეს, მანამდე კი ის ბოქსირებულ განყოფილებაშია განთავსებული. 

"მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად, ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და ახლაც გვაქვს პრეცედენტი, რომ მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება გადამოწმება. დადასტურებულ 66 პაციენტში ამჯერად არ მოიაზრება ეს მედიკოსი. დღეს მოხდება გადამოწმება ოქროს სტანდარტით. ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითის დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. თვითონ მედიკოსი არის იზოლირებულად, იმყოფება ბოქსირებულ პალატაში და ელოდება განმეორებით ტესტს", - განაცხადა სოლოღაშვილმა. 

რაც შეეხება სხვა კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში სულ 66 ასეთი პაციენტი გადის მკურნალობას. 

"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას 80 პაციენტი გადის. აქედან 66 პაციენტი არის კოვიდინფიცირებული. ახალი პაციენტი არ გვყავს. გვყავს ერთი გამოჯანმრთელება - 18 წლამდე მოზარდის, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა 88 წლის ქალბატონი. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი. 18 წლამდე პაციენტები არიან 13 ადამიანი", - ამბობს მაკა სოლოღაშვილი.  


close დახურვა