logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს სიღრმისეული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09 მაი 202021:41
3 წუთის საკითხავი
 
fp9xsd2mo4xi3lr.jpg

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ და ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული სიღრმისეული კვლევების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექთანი კლინიკიდან დღეს, 19:00 საათზე გაეწერა. 

შეგახსენებთ, რომ ხსენებული კლინიკების ექთანს რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტის კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მოგვიანებით მას PCR ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ვირუსის არსებობა არ დააფიქსირა. ამის შემდეგ ექთანს სიღრმისეული კვლევა ჩაუტარდა. 



close დახურვა