logo
ENG



ბჟანია: დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმი, არამედ თბილისი

12 დეკ 202311:37
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას მტკიცებით, "დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმი, არამედ თბილისი".

ბჟანიას თქმით, აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დასავლეთს არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად.

"მათ [დასავლეთს] უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე, დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს.

ფხაზეთმა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი კურსი და მოკავშირეებიუნდა ეცადოს, გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებასა და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე", - ამბობს ბჟანია.


close დახურვა