ოკუპირებული აფხაზეთი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში "ცუდი მოვლენების სერიას გეგმავს". ეხო კავკაზას ინფორმაციით, ბჟანიამ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბჟანია „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობდა. კანონპროექტი პირველი მოსმენით ვერ გავიდა: მას მხოლოდ ორმა ე.წ. პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა შემოთავაზებული ცვლილებები საზოგადოებაში "იდეოლოგიური ხრახნების მოჭერად" და თავისუფლად აზროვნების შეზღუდვად შეაფასეს.
"ზოგიერთი ფიქრობს, რომ ქრისტეს წიაღში ვართ და საერთოდ არაფერი გვემუქრება. და ეს იმ დროს, რომ ბომბები და ჭურვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე ცვივა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აქ ცუდი მოვლენების სერიას გეგმავს. რაღაცების შეჩერება მოვახერხეთ. მაგრამ რა, აფხაზეთის უსაფრთხოების ორგანოები - უცხოური მასალაა? იქ მოწვეული მანკურტები მსახურობენ თუ ეს აფხაზეთის მოქალაქეები არიან? გავიდა ჩვენთან კანონი "ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"? იქ ხომ არ არის საუბარი "ჭანჭიკების მოჭერაზე", ადამიანებისთვის თავისუფლად ფიქრის, თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე. ისიც ხომ რაღაც მიზეზებით ვერ გავიდა", - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას აზრით ორივე კანონი ე.წ. პარლამენტმა უნდა მიიღოს.