ბრაზილია უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს.
ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოაწერა.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებლის დატოვება ომის გამო მოუწიათ, საშუალება ექნებათ, ბრაზილიაში ჰუმანიტარული ვიზით იცხოვრონ და იმუშაონ.
აპლიკანტებს შეეძლებათ მიიღონ 180-დღიანი დროებითი ვიზა, რაც შეიძლება 2-წლამდე ბინადრობის უფლებით გაგრძელდეს, შემდეგ კი უკრაინელებს შეეძლებათ, მუდმივი ცხოვრების უფლება მოითხოვონ.
უკრაინელებს ვიზის აპლიკაციის შესავსებად ვადა 31 აგვისტომდე აქვთ.
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ამ დრომდე უარს ამბობს, დაგმოს რუსეთის ქმედებები და აღნიშნავს, რომ ნეიტრალური პოზიცია უკავია.