logo
ENG



ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ დიდი ბრიტანეთისას გადააჭარბა

13 ივნ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის მსხვერპლის მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზე გადავიდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთის მონაცემებს გადააჭარბა. ვირუსს ბრაზილიაში უკვე 41 ათას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ბრიტანეთის მაჩვენელებს 400-ით აღემატება.

პანდემიის მიმართ ხელისუფლების მიდგომამ ბრაზილიის მოსახლეობა ორად გაყო და ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 61 პროცენტი მოვლენების კიდევ უფრო უარესი სცენარით განვითარებას ვარაუდობს. 

 

 


close დახურვა