logo
ENG



ბრაზილიაში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართული აქცია დაკავებებით დასრულადა

08 ივნ 202016:41
3 წუთის საკითხავი
 

„ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში ბრაზილიელები. 

პოლიციელებთან დაპირისპირებითა და აქციის მონაწილეების დაკავებით დასრულდა დემონსტრაცია რიო-დე-ჟანეიროში.  დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები ბრაზილიაშიც ხშირია.

2020 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროში, პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას 606 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამოსვლები მთავრობის გადადგომის მოთხოვნითაც მოეწყო.  

 

 



close დახურვა