ბრაზილიაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ასობით ადამიანი ქალაქ სან-პაულოს ქუჩებში გამოვიდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
საპროტესტო აქცია ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე გაიმართა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიამ მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
კოვიდ-19-ისს დადასტურებული შემთხვევების რიცხვი აქ უკვე ნახევარ მილიონს აჭარბებს. დაღუპულთა რაოდენობა კი, 29 ათას 314-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ ესპანეთს გაუსწრო.