ბრაზილიაში საოჯახო სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
შემთხვევა დღეს დილით ბრაზილიის სამხრეთ ქალაქ პორტუ-ალეგრიში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 2 საათში ჩააქრეს.
ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, დაშავებულია 11 ადამიანი.