ბრაზილიაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. მეწყერის გამო დანგრეულია ასობით სახლი.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით სამხედრო და მეხანძრე-მაშველია ჩართული.
ამ დროის მონაცემებით, ესპირიტუ-სანტუში 15 ადამიანი დაიღუპა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 279-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რიოს შტატში მეწყერის შედეგად სახლი ჩამოინგრა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ცნობით, მაშველებმა შტატის მასშტაბით 90-ზე მეტი მოსახლე გადაარჩინეს.