ბრაზილიის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდებოდა. კანონპროექტი ითვალისწინებდა პირბადეების სავალდებულო გამოყენებას მაღაზიებში, ტაძრებსა და სკოლებში.
გადაწყვეტილება პრეზიდენტმა იმ ფონზე მიიღო, როდესაც ბრაზილიაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ბრაზილია შეერთებული შტატების შემდეგ პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. კოვიდ-19-ს ქვეყანაში 63000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგაშო ვითარების მიუხედავად, სან-პაულოში მომავალი კვირიდან ბარები და რესტორნები იხსნება.