logo
ENG



ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

10 ნოე 201911:14
3 წუთის საკითხავი
 
ajyst3a6o2dgmaa.png

ათასობით ადამიანი დახვდა სან-პაულუში  ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ლუის ინასიო ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული. ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ციხეში მხოლოდ ისინი უნდა დარჩენილიყვნენ, ვისაც გაპროტესტების ყველა საშუალება ამოწურული აქვს. და სილვას 12-წლიანი პატიმრობა ჯერ კიდევ არ გაუპროტესტებია უზენაეს სასამართლოში. ამავე გადაწყვეტილებით ბრაზილიის ციხეებიდან კიდევ რამდენიმე ათას ადამიანს გამოუშვებენ. 


close დახურვა