სამშენებლო კომპანიის მესაკუთრის წინააღმდეგ ათეულობით მოქალაქე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ბიზნესმენ ზურაბ სუდაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. საქმეები სასამართლოშია, მაგრამ მიმდინარეობს მხოლოდ სამოქალაქო დავები. მომჩივნების აზრით კი, სისხლის სამართლის გამოძიებაა დასაწყები. ხალხს ბინები არ ჩაბარდა, ვადები დარღვეულია, ფული კი გაქრა.