პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარედგინა პირს, კ.ნ.-ს, რომელმაც მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა.
მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა 7 ივნისს მარანი ჰოლში ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა. მათივე ცნობით, იარაღი იმავე ღამეს ამოიღეს.
კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მათივე თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავენ.