ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამ პერიოდში რუსული კანონის შემოღება.
გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივი ხერხების შესახებ და მთავრობას შეახსენა, რომ მისი მთავარი დანიშნულება მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
"ჩვენ ვართ საქართველოს ძალიან ახლო მეგობრები და არ ვართ აქ იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩავებათ. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი მისი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილი და 80%-ზე მეტი ქართველი უჭერს მხარს ამ დებულებას, ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნის წარმომადგენლები და როგორც ჩრდილოეთ ნორდიკული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებმა, ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა კაპიტალი გავიღეთ იმისათვის, რომ დავხმარებოდით საქართველოს ამ ამოცანის შესრულებაში. მინდა ცალსახა ვიყო, ეს ინტერესი დარჩება უცვლელი. ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად და ნაწილად. მისი ევროპული გზა ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის, ალბანეთისა და სხვა ქვეყნებისა.
ჩვენ ძალიან ცალსახად გვსურს დავაფიქსიროთ ის წუხილები, რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ძალიან პრაგმატულ ნაბიჯებს საჭიროებს, იმისთვის, რომ ქვეყანა, მისი სასამართლო და აღმასრულებელი სისტემა მოერგოს და შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ის ევროპული სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს საქართველო რათა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ეს გზა ყველა კანდიდატმა გაიარა", - თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივი ხერხების შესახებ და მთავრობას შეახსენა, რომ მისი მთავარი დანიშნულება მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ბრაჟე იმედოვნებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოიყენებს.
"ჩვენთვის ძალიან რთულია გავიგოთ, რატომ უნდა შემოებრუნებინათ ეს კანონპროექტი ახლა. დიახ, ჩვენ გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული, იმისთვის, რომ მთავრობამ გადახედოს მის გადაწყვეტილებას. კიდევ არის რიგი კანონპროექტები, რომლებზეც გვაქვს შესაბამისი წუხილები. ჩვენ ასევე გვადარდებს საპროტესტო აქციები და ის ძალადობრივი აქტები, რომლებიც სახეზეა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მოსახლეობის უსაფრთხოება და ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა", - თქვა მან.