იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მტკიცებით, იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მჯსავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია"- თქვა ბრეგაძემ.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლემ სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.
როგორც ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული.
სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ისინი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.