logo
ENG



ბრედ პიტმა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი განასახიერა

26 აპრ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

ბრედ პიტის ახალი როლი - ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" შოუში ჰოლივუდის ვარსკვლავმა შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი განასახიერა.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა წარსულში იხუმრა, რომ თუ რომელიმე მსახიობი მის როლს მოირგებდა, სურდა ეს ბრედ პიტი ყოფილიყო.

პანდემიის გამო, ეპიზოდი დისტანციურად ჩაწერეს. სკეტჩის დროს ვარსკვლავი ძირითადად დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განმარტავდა, ბოლოს კი, ბრედ პიტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან.


close დახურვა