logo
ENG



ბრექსიტი კვლავ გადაიდო

28 ოქტ 201913:59
3 წუთის საკითხავი
 
22bdgbb5822sa32.jpg

ბრექსიტი კვლავ გადაიდო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტის ვადის კიდევ სამი თვით გახანგრძლივებას დათანხმდნენ, რაც იმას გულისხმობს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვრამდე უნდა დატოვოს.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თემთა პალატა ბრექსიტის გარიგების რატიფიცირებას უფრო ადრე მოახდენს, ქვეყანას შეუძლია ევროკავშირიდან 31 იანვრამდეც გავიდეს.

დღეს ბრიტანეთის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს. სავარაუდოდ რიგგარეშე არჩევნები 12 დეკემბერს ჩატარდება.


close დახურვა