დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, ხუთი რუსი გენერლიდან ოთხი, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიან შეჭრას, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დაზვერვა იუწყება, რომ ამ გენერლების ჩანაცვლებამ რუსეთის სამხედრო ოპერაციების გასაუმჯობესებლად ჯერჯერობით მცირე რამ გააკეთა.
"სარდლობის უწყვეტობის ნაკლებობა, სავარაუდოდ, უფრო საზიანო იქნება, ვიდრე დასავლურ არმიაში, რადგან რუსული დოქტრინის შესაბამისად გეგმების შემუშავება ძირითადად პირად მეთაურზეა დამოკიდებული და არა უფრო ფართო შტაბის კოლექტიურ მუშაობაზე", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.
ასევე ბრიტანულ დაზვერვაში იუწყებიან, რომ რუსეთის არმიაში მობილიზებულების მოსამზადებლად, უმცროსი ოფიცრების დეფიციტია.
"დაბალი დონის ხელმძღვანელობის ცუდი დონე, სავარაუდოდ, ამძაფრებს ისედაც დაბალ მორალურ მდგომარეობას და ერთეულების ერთიანობას რუსული ძალების ბევრ ნაწილში. თვითმხილველთა ჩვენებები მიუთითებს, რომ 2022 წლის 15 ოქტომბერს თანამემამულემ ესროლა 11 რუს ჯარისკაცს ბელგოროდის მახლობლად მას შემდეგ, რაც ოფიცერმა შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ახალწვეულებზე", - აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 19 October 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/Q60IXHlkqX
#StandWithUkraine pic.twitter.com/iDL7P6QA77