logo
ENG



ბრიტანეთი: ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ რუსეთი ბოლო დღეებში ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდის

18 ივნ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/18/2qc034k8xp2aimn.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ რუსეთი ბოლო დღეებში ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდის.

"სასტიკი ბრძოლები გრძელდება, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები ახლა ზაპოროჟიეს რეგიონში, დონეცკის ოლქის დასავლეთით და ბახმუტის გარშემო მიმდინარეობს.

რუსეთი, სავარაუდოდ, მარტში, ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დანაკარგს განიცდის", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში საჰაერო უპირატესობა მოიპოვეს, რადგან უკრაინის კონტრშეტევის დაწყებისთანავე რუსულმა არმიამ იქ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები განალაგა.


close დახურვა