logo
ENG



ბრიტანეთი: ბახმუტში მარცხის გამო რუსეთი შეტევას კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით გააძლიერებს

26 აგვ 202317:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/26/nl2lc9oaehahn8f.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბახმუტში მარცხის გამო რუსეთი შეტევას კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით გააძლიერებს.

"ბახმუტზე ზეწოლისა და წარუმატებლობის გამო, რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, კუპიანსკი-ლიმანის ხაზზე შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას გაზრდის.

ამ დროისთვის, უკრაინაში რუსული ჯარების დასავლეთის დაჯგუფება აგრძლებს მცირე თავდასხმების მცდელობას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ზოგიერთ ადგილებში, კუპიანსკი-ლიმანის სექტორში შეზღუდულ წარმატებას აღწევს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) გუშინდელი ანგარიში მიხედვით, უკრაინის არმია წარმატებით ახორციელებს კონტრშეტევით ოპერაციებს ბახმუტის ჩრდილოეთით, დონეცკის ოლქში. ამასთან, ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინის არმია ზაპოროჟიეს ოლქში, რობოტინოს მახლობლად მტრის თავდაცვის მეორე ხაზს მიუახლოვდა.


close დახურვა