logo
ENG



ბრიტანეთი: ბოლო 3 კვირაში ავდეევკაზე თავდასხმისას რუსეთმა 200-მდე ჯავშანმანქანა დაკარგა

04 ნოე 202316:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/04/xvoaqojgv6jfpew.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო 3 კვირაში ავდეევკაზე თავდასხმის დროს რუსეთმა 200-მდე ჯავშანმანქანა დაკარგა.

"ბოლო სამი კვირის განმავლობაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაზე თავდასხმის დროს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 200-მდე ჯავშანმანქანა დაკარგეს. ავდეევკაზე თავდასხმებმა რუსეთის სამხედრო პერსონალის დიდი დანაკარგი გამოიწვია", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

გუშინდელი ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ავდეევკაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ჯარები ავდეევკას რეგიონში შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, მაგრამ მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.


close დახურვა