logo
ENG



ბრიტანეთი: ბოლო 4 დღეში ვაგნერელებმა ბახმუტის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს

11 მარ 202314:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/aujg2bihv7ssvrz.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო 4 დღეში ვაგნერელებემა ბახმუტის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს.

"ბოლო 4 დღის განმავლობაში, ვაგნერელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთის უმეტესი ნაწილი დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დაცვას აგრძელებენ", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვის თქმით, ბახმუტის დასავლეთის მიმართულება ქალაქ ბახმუტში ომის ზპნად იქცა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამან, შესაძლოა, გაართულოს ვაგნერელთა მცდელობები, გააგრძელონ ფრონტალური შეტევა დასავლეთზე.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინული ძალები რუსეთის მცდელობების მიმართ ბახმუტის დასავლეთის მიმართულებით დაუცველი რჩება. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული ძალები ბახმუტის აღებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის გვერდის ავლით ცდილობენ.


close დახურვა