ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აფრიკის ქვეყნებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი, რისი მთავარი მიზანიც ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება და სურსათის საერთაშორისო კრიზისში დასავლეთის დადანაშაულებაა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამჟამად ტურზე იმყოფება ეგვიპტეში, ეთიოპიაში, უგანდასა და კონგოს რესპუბლიკაში. რუსეთი მეტად სავარაუდოა, რომ ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ დასავლეთი სურსათის საერთაშორისო კრიზისში დაადანაშაულოს და იმ აფრიკული სახელმწიფოების მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ნეიტრალურები იყვნენ“ - აცხადებს ბრიტანეთის უწყება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წლიდან რუსეთმა რეგიონში ვაგნერის ჯგუფის ხშირი გადასმით აფრიკაში საკუთარი გავლენების გამყარებაზე ზრუნავს.
დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი აფრიკასთან ურთიერთობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რომ სჯერა, ამით გაზრდის იმ „დიადი ძალის“ იდენტობას, რომელსაც ესწრაფვის. რუსეთის მეორეული მიზანი კი, ბრიტანეთის უწყების ვარაუდით, აფრიკის დარწმუნებაა, რომ საერთაშორისო ფორუმებში რუსეთის ინტერესების შესაბამისად მისცენ ხმა.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის კერძო სამხედრო ჯგუფმა - ვაგნერმა, სავარაუდოდ დონბასში ვუჰლეჰირსკას ელექტროსადგურის და ნოვოლუჰანსკეს სოფლის მიმდებარედ ტაქტიკური წინსვლა შეძლო. მათივე ცნობით, უკრაინიული ძალების ნაწილმა ეს ტერიტორიები დატოვა.