დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ყოველწლიური პრესკონფერენციის გაუქმება, შესაძლოა, ომის საწინააღმდეგო განწყობებით იყოს გამოწვეული.
დაზვერვა წერს, რომ კრემლში ეშინიათ, პრესკონფერენციაზე ისეთი კითხვები დასვან, რომელიც არ იქნება მათთან შეთანხმებული და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შეეხება.
"მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციის კითხვები წინასწარ არის შეთანხმებული, სავარაუდოდ, გაუქმება გამოწვეულია ომის საწინააღმდეგო განწყობების გავრცელების მზარდ შეშფოთებასთან დაკავშირებით. კრემლი შესაძლოა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ პუტინის მონაწილეობით ასეთმა მოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს არაავტორიზებული დისკუსიები სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ. კრემლის წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელსაც პუტინი ესწრება, შესაძლოა სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ისეთი კითხვები დასვას, რომელიც არ იქნება მათთან შეთანხმებული", - აცხადებენ დაზვერვაში.
(5 of 5)
Kremlin officials are almost certainly extremely sensitive about the possibility that any event attended by Putin could be hijacked by unsanctioned discussion about the ‘special military operation’.
12 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 წლის განმავლობაში პირველად, ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა.
მედიამ ამაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა და წერდა, რომ გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი "ფრონტზე არსებული ვითარება" იყო.