logo
ENG



ბრიტანეთი: რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ

01 თებ 202318:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/3zoc1pnbu6793mn.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.

"ბოლო დღეებში, კონფლიქტის ზოგიერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა, სავარაუდოდ, განხორციელდა მდინარე დნეპრის გასწვრივ, სამხრეთ უკრაინაში. ეს მოიცავს რუსული ძალების მხრიდან ქალაქ ხერსონის მუდმივ დაბომბვას არტილერიით", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აღნიშნულია, რომ 29 იანვარს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხერსონში კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

რამდენიმე დღის წინ, ხერსონი რუსეთის მხრიდან მასიური დარტყმის ქვეშ იყო, რის შედეგადაც დაზიანდა სამხედრო ტექნიკა, საევაკუაციო მანქანები. რუსმა ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს საავადმყოფო, ავტოფარეხი და სკოლის სათამაშო მოედანი.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავს. ამასთან, დაზვერვის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰყავდეს საკმარისი უმოქმედო ჯარი რეგიონში მნიშვნელოვანი ოპერატიული გარღვევის მისაღწევად.


close დახურვა