ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსების მიერ დატოვებული აღჭურვილობა ახლა უკრაინის სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს შეადგენს.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანტექნიკა ჩაიგდო ხელში. ამჟამად უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი პოტენციურად რუსეთის სატრანსპორტო საშუალებისგან შედგება.
"რუსული ეკიპაჟების წარუმატებელი მცდელობა გაანადგურონ ხელუხლებელი აღჭურვილობა გაყვანამდე ან დატყვევებამდე, ხაზს უსვამს მათ საბრძოლო დისციპლინის დაბალ დონეს."- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.
დაზვერვის ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსული ფორმირებები უკრაინელების მხრიდან რამდენიმე სექტორში დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და მიმდინარეობს მათი მზარდი დემორალიზება, რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს მძიმე შეიარაღების დაკარგვას.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 7 October 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/zxsxakKNtO
#StandWithUkraine pic.twitter.com/pwIRUanlAg