ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი არ ჩქარობს Armata-ს ტანკების გამოყენებას, მათი საეჭვო მდგომარეობის გამო.
"რუსეთის ფედერაციამ მოამზადა T-14 Armata-ს ტანკების მცირე პარტია და ეს იქნება ამ ტანკების პირველი გამოცდა ბრძოლაში. მაგრამ რუსი ოკუპანტები უკრაინაში არ ჩქარობენ ამ ტანკების გამოყენებას ბრძოლაში, მათი საეჭვო მდგომარეობის გამო.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე T-14 Armata-ს ტანკი იყოს სტანდარტის შესაბამისი და მზად, გამოსაყენებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსები T-14 Armata-ს ტანკებს "პერსპექტიულ მთავარ საბრძოლო ტანკს" უწოდებენ. უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ 2022 წლის აპრილში ამ ტანკების წარმოება ანტირუსული სანქციების გამო შეწყდა.
22 იანვარს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთს გამოცხადებული გეგმის მიხედვით ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა და მათი შეიარაღება, სავარაუდოდ, გაუჭირდება.