logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთი რაკეტების ნაკლებობის გამო, სარაკეტო დარტყმებს ამცირებს

24 დეკ 202218:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/pfbf7u1kqj4rrih.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი რაკეტების ნაკლებობის გამო, სარაკეტო დარტყმებს ამცირებს.

დაზვერვის ინფორმაციით, ოქტომბრიდან რუსეთმა გაზარდა თავისი ძალები უკრაინაში ათიათასობით რეზერვისტით და სამხედრო პერსონალის დეფიციტის მიუხედავად, სწორედ საბრძოლო მასალის ნაკლებობა რჩება ძირითად შემზღუდველ ფაქტორად რუსული შეტევითი ოპერაციებისთვის.

"რუსეთმა რაკეტების სიმცირის გამო, სავარაუდოდ, შეზღუდა თავისი სარაკეტო დარტყმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს შეეძლო საკმარისად გაეზარდა საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთის ამჟამინდელი ოპერატიული გეგმის დაუცველობა მდგომარეობს იმაში, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ თავდაცვითი ოპერაციების მარტივი მხარდაჭერაც კი მოითხოვს ჭურვებისა და რაკეტების მნიშვნელოვან ყოველდღიურ ხარჯვას.


close დახურვა