logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთი შეეცდება ბელარუსის სამხედრო წვრთნებით უკრაინაში საფრთხე გაზარდოს

05 მაი 202212:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/ofheow2s1hqt55p.jpg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ჩრდილოეთით, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე, სადაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ამ წვრთნებით სავარაუდოდ შეეცდება უკრაინაში შექმნილი საფრთხე გაზარდოს, რათა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონისთვის, დონბასისთვის ბრძოლაში უკრაინული ძალები გვერდიდან ჩამოიშორონ.

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსი რუსეთის დიდი ხნის მოკავშირედ აღიარა და მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობის გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაეხმარა და ხელი შეუწყო.


close დახურვა