დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ მიზნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაისახა, არ შეცვლილა, თუმცა მათი მიღწევა ნაკლებსავარაუდოდ რჩება.
12 დეკემბრის ანგარიშში დაზვერვას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის სიტყვები აქვს მოყვანილი, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონბასის და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლების "დაცვაა" და აღნიშნავს, რომ ტერიტორიების "გათავისუფლებისთვის" ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.
"პესკოვის მიერ გაკეთებული კომენტარები ვარაუდობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი მინიმალური პოლიტიკური მიზნები უცვლელი რჩება. რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ ცდილობს კონტროლის გაფართოებას დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ყველა რეგიონში. რუს სამხედროებს კი, სავარაუდოდ, კვლავ სურთ, პრიორიტეტი მიანიჭონ დონეცკის რეგიონის შიდა ნაწილს", - აცხადებენ დაზვერვაში.
დაზვერვაში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარების წინსვლა უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, ისევე როგორც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული სამხედრო მიზნების მიღწევა.
"ამჟამად, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის სტრატეგიამ მიაღწიოს მიზნებს. ასევე, უკიდურესად ნაკლებად არის სავარაუდო, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამჟამად შეძლონ და შექმნან ეფექტური დამრტყმელი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ტერიტორიების დაბრუნება", - აცხადებენ დაზვერვაში.
(3/6)
Peskov’s comments suggest that Russia’s current minimum political objectives of the war remain unchanged.