ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ხარკივის ოლქიდან გაყვანილ რუსულ ძალებს 1-ლი გვარდიის სატანკო არმია [1 GTA] წარმოადგენდა, რომლებიც დასავლეთ სამხედრო ოლქს [WEMD] ექვემდებარება.
1 GTA-მ დიდი მსხვერპლი განიცადა უკრაინაში შეჭრის საწყის ფაზაში და არ იყო მზად ხარკივში უკრაინის კონტრშეტევისთვის.
1 GTA იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა.
"1-ლი გვარდიის სატანკო არმია და სხვა დასავლეთ სამხედრო ოლქის ფორმირებების სერიოზულ ზარალთან ერთად, რუსეთის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შექმნილია NATO-სთან დასაპირისპირებლად, ძალიან დასუსტებულია. რუსეთს ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 13 September 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/BYZhjLmtmf
#StandWithUkraine pic.twitter.com/r0Cf3z3wab
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი წერს.
11 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივში 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.
რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.